ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით 206 500-მა ადამიანმა პირველად ჩააბარა საბუთები, რომლითაც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვს. ეს რაოდენობა 15%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მონაცემი. მონაცემები ეყრდნობა ევროკავშირის ქვეყნების ყოველთვიურ ანგარიშებს. მაძიებელთა განცხადებებს შორის, სულ მცირე, მეოთხედი ისეთი ქვეყნებიდან არის, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ძირითადად კი, ლტოლვილთა რაოდენობა იზრდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან და ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან.თავშესაფრის მაძიებელთა შორის განსაკუთრებით ლიდერობენ სირიიდან, ვენესუელიდან და ავღანეთიდან.