Deutsche Welle-ს (დოიჩე ველე) ინფორმაციით, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 2017 მარტის მონაცემებთან შედარებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. მსგავსი ან უფრო დაძაბული ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირში, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა.