2021 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირში გაყიდული, თითქმის, ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტრიფიცირებული მოდელი იყო. Reuters ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (European Automobile Manufacturers' Association-ACEA) მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ელექტროავტომობილების გაყიდვები მესამე კვარტალში კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების - შემცირდა.
ასოციაცია ევროპის ავტომობილების, სატვირთო მანქანების, ფურგონებისა და ავტობუსების მსხვილ მწარმოებლებს წარმოადგენს. მის ანგარიშში წერია, რომ აკუმულატორული ბატარეების ავტომანქანებისა და ჰიბრიდული მოდელების გაყიდვებმა ევროკავშირში მთლიანი გაყიდვების თითქმის 19% შეადგინა.
აკუმულატორული ბატარეების ელექტრომობილების გაყიდვები, დაახლოებით, 57%-ით გაიზარდა და 212 000-ზე მეტ ერთეულს მიაღწია, ხოლო ჰიბრიდული მოდელები, თითქმის, 43%-ით გაიზარდა და 197 000 ერთეულს გადააჭარბა. თუმცა 2020 წელთან შედარებით, ეს ზრდის უფრო ნელი ტემპია, რადგან გასულ წელს გაყიდვები, ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის გასსამმაგდა.
ამასთან, ასოციაციის მონაცემებით, ბენზინის მომუშავე მანქანების გაყიდვები 35%-ით შემცირდა. თუმცა, ისინი ჯერ კიდევ ყველაზე გაყიდვად მანქანებად რჩებიან, რაც მთლიანი გაყიდვების, თითქმის, 40%-ს შეადგენს.