საქართველომ 2018 წელს ევროკავშირში 67%-ით ანუ 293 მილიონი დოლარით მეტი საქონლის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე რუსეთში. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ბულგარეთში, ესპანეთში, რუმინეთსა და გერმანიაში შევიდა.
საქართველოდან ევროკავშირში გადის: თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, ხილი, ჩირი, ჯემები, მინის ნაწარმი, პლასტმასის ნაწარმი, იზოტოპები, ავეჯი, ფეროშენადნობები, ძვირფასი ლითონები და სხვა.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, 2018 წელს ევროკავშირიდან მეტი ფული გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია.