ევროკავშირს რამდენიმე ქვეყნის საზღვარზე „ჭკვიანი სიცრუის დეტექტორების“ დაამონტაჟება სურს, რაც „გარდიანის“ ცნობით, არალეგალი მიგრანტების გამოვლენას შეუწყობს ხელს. სიცრუის დეტექტორების დამონტაჟება თავდაპირველად უნგრეთის, საბერძნეთისა და ლატვიის საზღვრებზე იგეგმება. სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამა-ანიმაცია მგზავრებს დოკუმენტებს, სოციალურ მედიაში აქტივობასა და ბიომეტრიულ მონაცემებს შეუმოწმებს. პროექტი, 4 მილიონ 500 ათასი ევროთი ფინანსდება.