20:57
28 მაისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ევროკავშირმა ტურისტებისთვის 7-ევროიანი გადასახადის ამოქმედება გადადო
05-01-2022

ევროკავშირმა ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (European Travel Information and Authorization System-ETIAS) ჩაშვება 2022 წლის ბოლომდე გადადო. ინფორმაციას პორტალი „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

სისტემის ამოქმედების შემდეგ, უვიზო ქვეყნების ტურისტებს თავისი მოგზაურობის ავტორიზაციისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 7 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ევროკავშირის პროფილურ სააგენტო EU-LISA-ს დოკუმენტებში არის ნათქვამი.

დოკუმენტების მიხედვით, ავტორიზაციის სისტემის ჩაშვებისა და გარდამავალი პერიოდის დროს, ბიომეტრიული პასპორტით ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ახალ სისტემაში წინასწარი, ფასიანი ავტორიზაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები