ევროკავშირმა სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს კოვიდ სერთიფიკატები აღიარა - Palitra News

ევროკავშირმა სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს კოვიდ სერთიფიკატები აღიარა

2021-10-29 09:17:08+04:00

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული კოვიდ სერთიფიკატები ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერტიფიკატის ექვივალენტურია.

"ორივე ქვეყანა ევროკავშირის სისტემას შეუერთდება და მათ მიერ გაცემული კოვიდ სერტიფიკატები მიღებული იქნება ევროკავშირში იმავე წესით, როგორც ეს ევროკავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატის შემთხვევაში ხდება. ამავე დროს, ეს ორი ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს მგზავრები, რომლებსაც ევროკავშირის მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ექნებათ“, – ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის. ამ დროისთვის ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატის სისტემასთან 45 ქვეყანაა დაკავშირებული.