ევროკავშირმა შესაძლოა, კომპანია Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყოს. საქმე ეხება 2019 წელს შესულ საჩივარს, რომლის ავტორი შვედური სტრიმინგ სერვისი Spotify-ია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.
სააგენტოს წყაროს ცნობით, ევროკომისია გამოძიების დაწყებამდე კომპანიაში დოკუმენტს გააგზავნის, რომელშიც ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევის რამდენიმე ფაქტის შესახებ იქნება აღწერილი.
როგორც შვედური კომპანია საჩივარში აღწერს, Apple აპლიკაციების ელექტრონულ მაღაზია AppStore-ში ტარიფებს უსამართლოდ ზრდის. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გამო Spotify-ს ხელმომწერთათვის მომსახურებაზე ტარიფის გაზრდა უწევს.