ევროკავშირი საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონ ლარს გადმორიცხავს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ევროკავშირის მიერ თანხების გადმორიცხვა ადასტურებს 2017 და 2018 წლებში მთავრობის წინსვლას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში.