ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2021 წლის 16 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სანქციები ერთი ორგანიზაციისა და 9 პირის მიმართ მოქმედებს, მათ შორის 5 დაკავშირებულია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე სირიაში, 4 კი - სოლსბერიში, სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ.
სანქციები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშების გაყინვას, იურიდიულ პირებისთვის კი ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებაზე წვდომის დაბლოკვას ითვალისწინებს.