10:15
20 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა
08-05-2021

ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

AutoPlay
ბოლნისში მკვლელობა მოხდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში ვაქცინაცია საშუალოდ 37 მილიონ ადამიანს უტარდება
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გვინეაში ებოლას მეორე ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ანრი ოხანაშვილი - მოვისმინეთ კელი დეგნანის განცხადება, კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობრებთან - მთავარია, ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლია
08-05-2021
იმედია ამ 40 ათასს ევროკავშირი მაღალი პროცენტებით ქართველ ხალხს არ გადაახდევინებს.(ჩვენი საცოდავი ბიუჯეტიდან)
სხვა სიახლეები