ევროკავშირმა საკუთარ ტერიტორიაზე სტაბილური კრიპტოვალუტების გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გამოცემულ განკარგულებაში ვკითხულობთ, რომელიც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების დონეზე მიიღეს.
სტაბილური კრიპტოვალუტებია ციფრული ვალუტები, რომელთა ღირებულება გამყარებულია მატერიალური ან კლასიკური ფინანსური უზრუნველყოფით, ძვირფასი მეტალებით ან ვალდებულებების სხვადასხვა ფორმებით. ამ ტიპის კრიპტოვალუტებს განეკუთვნება Tether-ი ან მომავალ წელს Facebook-ის მიერ ჩასაშვები Libra. ამ ტიპის კრიპტოვალუტად არ არის მიჩნეული Bitcoin-ი, რის გამოც მისი ფასი მუდმივად მერყეობს.
2 დეკემბერს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი შეუდგა საკუთარი კრიპტოვალუტის ჩაშვების შესაძლებლობის განხილვას. მისი თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მისი შექმნისთვის მარეგულირებელი და იურიდიული ბაზა მზად იქნება.