ევროკავშირმა ვროკავშირმა ბრაზილიას წინადადებით მიმართა, თავად შეწყვიტოს ხორცპროდუქტების მიწოდება, რათა თავიდან აიცილოს ემბარგო, რომლის მოხსნასაც შემდგომში დრო დასჭირდება. ამის შესახებ "როიტერი" ბრაზილიაში ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. "როიტერის" ინფორმაციით, ბრაზილია ამის წინააღმდეგია. ამ დროისთვის ევროკავშირის წარმომადგენლები ცდილობენ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ბრაზილიაში ხორცის წარმოების მრეწველობაში არსებულ პრობლემებზე. ევროკავშირმა ბრაზილიის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ არაადეკვატურად რეაგირებს შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.