ევროკავშირის ლიდერებმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა.
„ახლა ჩვენ შეგვიძლია განხორციელება დავიწყოთ და ეკონომიკა აღვადგინოთ,“ -წერს მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ბიუჯეტის დამტკიცებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპა წინ მიიწევს“.
ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ უნგრეთი და პოლონეთი. მათ თავდაპირველად ვეტოს უფლებაც გამოიყენეს, მაგრამ საბოლოოდ, გერმანიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს.