"საქსტატის" ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 174 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 53 მლნ აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 121 მლნ აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2016 წ. იანვარში შესაბამისად 26, 31 და 24 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23 პროცენტი (2016 წ. იანვარში 21 პროცენტი).