ყოველწლიური სტუდენტური კონკურსი ევროკავშირის სამართალში დასრულდა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიმართ ინტერესი იზრდება – წელს კონკურსში 11 უმაღლესი სასწავლებლის 36 გუნდი, ჯამში, 119 კონკურსანტი მონაწილეობდა.
შეჯიბრების მიზანი ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა. იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს კონკურსის ყოველ ეტაპზე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის სამართალში და შეეძინათ მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.