ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტს განიხილავენ. როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება და მას ჟურნალსიტები არ დაესწრებიან.
ევროპელი დიპლომატები შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფონზე მოსკოვთან არსებულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ მიიღონ გადაწყვეტილება, რომლის თანხმადაც ნავალნის მოწამვლაში ჩართულ პირებს სანქციები დაუწესდებათ.
ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში ასევე იქნება ბელორუსში არსებული მდგომარეობა.
დიპლომატები ბელარუსის ხელოსუფლების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის, სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელებენ.