ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მისი თქმით ეს სერიოზული ინდიცენტია, და ის ფაქტი, რომ ასეთ სადამკვირვებლო მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, არის ძალიან დიდი პრობლემა.
როგორც ბელიარი აცხადებს, სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია.
ამ ამბავს ასევე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი და აცხადებს, რომ მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს.