ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე - Palitra News

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე

2021-06-03 12:04:06+04:00

ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზს სტუმრობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციაზე - მავთულხლართებზე, სამეთვალყურეო საგუშაგოებსა და „სასაზღვრო ნიშნებზე“.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ.