ევროკავშირი აქტიურ ბრძოლას იწყებს პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურების წინააღმდეგ. მიმდინარე წლის 18 იანვარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპარლამენტი ახალ დირექტივას გამოსცემს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლისთვის ევროკავშირის მოქალაქეები პლასტმასის საყოფაცხოვრებო ნივთებს საბოლოოდ დაემშვიდობებიან.გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვითაა მიღებული, რომელიც გარემოს დაცვისა და სანაპიროებზე დაბინძურების შემცირებას ემსახურება. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებს ეკოლოგიურის გარდა ფინანსურ ზიანსაც აარიდებს თავიდან, რადგან 2030 წლისთვის ეკოლოგიური ზიანი, დაახლოებით, $24.9 მილიარდამდე იქნება.