ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა კონსულტაციების დაწყებიდან მეხუთე დღეს მოახერხეს ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტის შეთანხმება, ასევე გათვალისწინებულია 750 მილიარდი ევრო კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის მრავალწლიან ბიუჯეტში კლიმატური ამოცანები პირველად არის გათვალისწინებული.
როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 8-წლიანი ბიუჯეტის ფინალური კომპრომისული ვარიანტი ტრილიონ 74 მილიარდ ევროს, ხოლო ეკონომიკის აღდგენის ფონდის მოცულობა 750 მილიარდ ევროს მოიცავს.