ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების 6 თვით, იანვრის ბოლომდე, გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოფიციალური კიევი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „2014 წლიდან, ევროკავშირის სანქციები ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეკავებას. სანქციები აგზავნის ნათელ სიგნალს : რუსეთმა მინსკის შეთანხმება სრულად უნდა განახორციელოს, ”- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს დაუწესა. სანქციები რუსეთის ენერგეტიკის, ფინანსებისა და შეიარაღების სექტორებს ეხება.