ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის გადადების გეგმაზე შეთანხმდნენ. დიდ ბრიტანეთს ქვეყნის ევროპული ბლოკიდან გასვლის ვადის 22 მაისამდე გადაწევას სთავაზობენ, თუ ბრიტანეთის პარლამენტი გასვლის გეგმას მომდევნო კვირას დაამტკიცებს. თუ არ დაამტკიცებენ, მაშინ ბრექსითი მხოლოდ 12 აპრილამდე გადაიწევს.ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ პარლამენტარები მის გეგმას ამჯერად მაინც დაუჭერენ მხარს. მისივე თქმით, პარლმენტის წევრებს შეუძლიათ დაუჭირონ ბრექსითის გეგმას მხარი და დატოვონ ევროკავშირი მშვიდად და მოწესრიგებულად, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა. ტერეზა მეი აცხადებს, რომ იგი იმუშვებს ბევრს იმისათვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს პარლამენტში.