დღეიდან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადადის.
საფრანგეთში, დღეს დაწყებით სკოლები გაიხსნა. გაიხსნა ასევე ტანსაცმლის, წიგნების, ყვავილების მაღაზიები, სილამაზის სალონები. დაწყებით სკოლებს ნაწილობრივ ხსნის დღეიდან ჰოლანდიაც. ქვეყანაში ბიბლიოთეკები, ფიზიოთერაპიის სალონები, ავტოსკოლები და სილამაზის სალონებიც გაიხსნება. ესპანეთის გარკვეულ რეგიონებში დღეიდან დაშვებული ხდება 10-ზე მეტ პირთა შეკრება გარე სივრცეებში. გაიხსნება რესტორნებიც, თუმცა მხოლოდ დისტანციური მომსახურებით.
ცნობისთვის, შეზღუდვების ნაწილი უკვე მოიხსნა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაშიც.