ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლითაც ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა ზაფხულში დროის გადაწევაზე უარის თქმას ითხოვს. გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ევროგაერთიანების მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულის დროზე დარჩენას ემხრობა. კვლევების თანახმად, ევროპელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დროის ცვლილება ძილის გრაფიკს არღვევს და სამუშაოს ხარისხზე უარყოფითად აისახება. დროის ცვლილების მომხრეები კი ამბობენ, რომ საათის გადაწევით დილით და საღამოს სინათლის ხანგრძლივობა იმატებს, რაც ენერგიას ზოგავს და ავტოსაგზაო შემთხვევებს ამცირებს.ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევა ევროპის მასშტაბით დღის განმავლობაში სინათლის ხანგრძლივობას ზრდის.
ევროკავშირში საათის გადაწევა 2002 წლიდან რეგულირდებდა. ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში. წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.დღეს არსებული ევროდირექტივის მიხედვით, გაერთიანების 28 წევრი ქვეყანა ზაფხულის დროზე მარტის ბოლო კვირა დღეს, ზამთრის დროზე კი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადადის ხოლმე.
აღსანიშნავია,რომ ევროპის თითოეულ სახელმწიფოს 2021 წლიდან არჩევანის შესაძლებლობა ექნება: საათის გადაწევა - არგადაწევის საკითხს თავად ქვეყანა განსაზღვრავს.