ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ლტოლვილთა ბანაკებში კორონავირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ევროკავშირის შიდა საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა "დოიჩე ველესთან" საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ. საბერძნეთის მთაავრობასთან ერთად საგანგებო სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ. ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ამ ბანაკებიდან ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ევაკუირება განვახორციელოთ სასტუმროს ნომრებსა და აპარტამენტებში იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ კორონავირუსისგან", - განაცხადა ილვა იოჰანსონმა.
შეგახსენებთ, 2 აპრილს საბერძნეთმა მიგრანტთა ბანაკი, სადაც კორონავირუსი თავშესაფრის 20 მაძიებელს დაუდგნდა, კარანტინში მოათავსა.