საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და „რიონის მცველების” წარმომადგენლები. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა პირებმა პოზიციები გაცვალეს.