ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მორიგი რაუნდის თარიღის შეუთანხმებლობით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. როგორც ჰარცელი ამბობს, ის და სხვა შუამავალი ელჩები მუშაობენ, რათა გამოინახოს არეალი, რომელზეც გარკვეული შეთანხმება შეიძლება. ამასთან ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს რომ მხარეები საერთო ენას გამონახავენ და შეთანხმებაც შედგება.