საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაცია მოხდება. კარლ ჰარცელი ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსაზრებებს მნიშვნელოვანს უწოდებს და მიიჩნევს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება მხარეებს, რომ დისკუსიების პროცესი სწორი მიმართულებით წარმართოს.
"ევროკავშირი ვენეციის კომისიის რჩევებსა და რეკომენდაციებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ ამ რეკომენდაციების იმპლემენტირება მოხდება. რაც შეეხება იმას, რომ რიგი მოსამართლეების დანიშვნა შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს, თვითონ ვენეციის კომისიას ესმის, რომ ეს პოლიტიკური რეკომერნდაციაა. თუმცა, ეს არ მომხდარა ძირითადი რეკომენდაციების ჩამონათვალში. ძირითადი რეკომენდაციები სასამართლო-ტექნიკურ საკითხებს ეხება. განხილული უნდა იყოს ეს საკითხი", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა