ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ჩავარდნას ეხმაურება. მისი შეფასებით, ამ სისტემისთვის მხარის არ დაჭერა პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც შეშფოთებას იწვევს. მისივე განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა დიდი წუხილის საფუძველია, რადგან მის დამტკიცებასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი ჩააგდო.