ევროკავშირის ელჩი - ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია - დაძაბულობის განსამუხტად დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია - Palitra News

ევროკავშირის ელჩი - ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია - დაძაბულობის განსამუხტად დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია

2019-12-03 14:09:26+04:00

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით დაძაბულობის განსამუხტად ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი. ასე გამოეხმაურა ელჩი ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ასევე სამოქალაქო აქტივისტებთან მომხდარ დაპირისპირებებს. კარლ ჰარცელი ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს.