ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.