მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 6 ქვეყანა: გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, რუმინეთი და საფრანგეთი თანახმაა სამაშველო გემ "ოკეანის ვიკინგზე" მყოფი გადარჩენილი მიგრანტები მიიღოს. ამის შესახებ ავრამოპულოსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
ამასთანავე, ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა მალტას, რომელმაც გემს პორტში შესვლის და მიგრანტებს ნაპირზე გადასვლის უფლება მისცა.
მოგვიანებით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ამ გემიდან 15 მიგრანტს მიღებს.
შეგახსენებთ, გემ "ოკეანის ვიკინგზე" 356 მიგრანტი იმყოფებოდა და ის ორი კვირა ღია ზღვაში ელოდებოდა გადაწყვეტილებას.