ჩეხეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერმა ულტრამემარჯვენე ჩეხმა პოლიტიკოსმა ტომიო ოკამურამ პრაღაში ევროპელ ნაციონალისტ ლიდერებს უმასპინძლა. იგი საფრანგეთის ულტრანაციონალისტ ლიდერ მარინ ლე პენს და ჰოლანდიელ პოლიტიკოსს გეერტ ვილდერს შეხვდა. ოკამურა მომხრეა ჩეხეთის ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდეს. ოკამურა წარმოშობით იაპონელი პოლიტიკოსია, რომელმაც სოციალური მედიის საშუალებით მხარდამჭერებს იმიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლისკენაც მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ევროსკეპტიკოსთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა. თანდათან უფრო მეტი პოლიტიკოსი გამოდის ევროპული გაერთიანების წინააღმდეგ.