ევროკავშირი თურქეთს დიალოგისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, რომ ანკარამ თავი შეიკაოს ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობას აღვივებს.
„მხოლოდ დიალოგითა და მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი დეესკალაცია და სტაბილურობის მიღწევა, რომელიც ასე აუცილებელია თურქეთთან ურთიერთობებში“, - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირაა გაიზარდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები განაახლა. აღნიშნულ საქმიანობას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგება. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი.