ევროკომისიამ 2022 წელს ევროკავშირის აგროსასურსათო პროდუქტების ადგილობრივი და გლობალური პოპულარიზაციისთვის 185,9 მლნ ევრო ანუ 210,6 მლნ დოლარი გამოყო. ინფორმაციას FreshPlaza ავრცელებს.
თანხის გამოყოფის შესახებ ევროკომისიამ განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის 15 დეკემბერს გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მსგავსად, აქცენტი იმ პროდუქტებისა და ფერმერული მეთოდების პოპულარიზაციაზე კეთდება, რომლებიც ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნებს უჭერენ მხარს, როგორიც არის ევროკავშირის ორგანული პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ცხოველთა კეთილდღეობა.