ევროკავშირი საქართველოში ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს. EU 4 Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების გავრცელებას. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების პოტენციალის განვითარებას საქართველოში, რაც განაპირობებს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესის გაუმჯობესებას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ამასთან, ახალი პროექტი შესაძლებლობას იძლევა, რომ შემცირდეს როუმინგის ტარიფები და განვითარდეს მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფასტრუქტურა. ეს კი თავისთავად ხელს შეუწყობს ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, ასევე ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა, კიბერუსაფრთხოება და ციფრული უნარჩვევები. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება