ევროკავშირის ტერიტორიაზე ძალაში შედის განკარგულება, რომლის თანახმად ყველა ახალი ელექტრომობილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ხმაურის გენერირებას მოახდენს და ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ხმასთან იქნება მიახლოებული. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ხმაურის გამაძლიერებლები ყველა ელექტრომობილს უნდა ჰქონდეს, მათ შორის, იმათაც, რომელიც გაყიდვაში განკარგულების ამოქმედებამდე გამოვიდა.როგორც ცნობილია, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, ელექტრომობილები პრაქტიკულად, ხმას არ გამოსცემენ. ეს კი პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რომლებსაც უნდა ესმოდეთ ავტომობილის მოახლოება, რათა თავიდან აირიდონ ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მძღოლი განიცდის დისკომფორტს, როცა მათი ავტომობილი ჩვეულ ხმას არ გამოსცემს.