ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამ შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. მისი თქმით, კორონავირუსის დასამარცხებლად გლობალი თანამშრომლობა და სოლიდარობაა საჭირო. ამასთან, ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიასთან საბრძოლველად დამატებითი თანხმები გამოყუს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ჯანმოსთან ურთოერთობის გაწყვეტის შესახებ 29 მაისს განაცხადა. ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციის დამალვასა და არაეფექტურობაში ადანაშაულებს.