ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსის მე-3 ეტაპს აცხადებენ.
საგრანტო ინიციატივის მიზანია, რომ ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატოვებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. ამასთან, პროექტი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ 150 000 დოლარის ექვივალენტი ლარში.
აღსანიშნავია, რომ გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60%-ის თანადაფინანსება.
განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულება.