"თიბისი ბანკმა“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ, 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი."თიბისი ბანკისათვის" გამოყოფილი სამი საკრედიტო ხაზიდან 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობადაა გამიზნული. 20 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესების მომსახურებისთვის, ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად.