ევროკავშირი ბელარუსს მოუწოდებს, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს. ”ველოდებით, რომ ბელორუსის ხელისუფლებამ შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და ამის ნაცვლად კრიზისის მშვიდობიანი გზით დაძლევის მიზნით დიალოგში ჩაერთოს“, - აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ბელარუსი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება, ხელსუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა, ხელისუფლებამ კი მათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით უპასუხა“, - აცხადებს ნაბილა მასრალი. რამდენიმე დღის წინ ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.