ევროკავშირი 2018-2019 წლებში ჰუმანიტარული დახმარების სახით სირიას 1 მილიარდ 120 მილიონ ევროს გამოუყოფს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ."ევროკავშირმა სრულად შეასრულა თავისი დანაპირები 2016 წლისთვის. ჩვენ შევინარჩუნეთ მხარდაჭერის დონე 2017 წლისთვისაც. 2018 წელს 560 მილიონ ევროს გამოვყოფთ და იგივე თანხა გამოყოფილი იქნება 2019 წლისთვისაც", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.