მმართველ გუნდში საპარლამენტო თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატების დანიშვნის საკითხზე მსჯელობენ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ შესაძლოა უმრავლესობის წევრი რომან კაკულია დაინიშნოს. აღნიშნულ პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვის ინფორმაციას თავად კაკულიაც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ იგი ამჟამად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაიას კანდიდატურა განიხილება. ბერაია ამჟამად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოხსენებული ორი თანამდებობისა, საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე უნდა წარმოადგინოს ვიცე-სპიკერისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურები.