სადაზღვვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი იაკობ ედილაშვილი ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმს დაესწრო. ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, უმაღლესი თანამდებობის პირები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები. "ევროინს ჯორჯიანს" გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ედილაშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ქვეყნის ცნობადობის ზრდას.