"ევრო 5 სტანდარტის საწვავზე ტოტალური მავნებლობაა საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, ევრო 5 სტანდარტის შემოღება მხოლოდ საწვავის გაძვირებას გამოიწვევს, ამასთან, კიდევ უფრო გაამწვავებს უარყოფით სავაჭრო ბალანსს და როგორც ქობულია აღნიშნავს, მისთვის, გაუგებარია, თუ რატომ იღებს ხელისუფლება ასეთ მავნებლურ გადაწყვეტილებებს.