2018 წლის მონაცემებით ევროკავშირში 16 დან 74 წლამდე ასაკის ადამიანების 75% სმარტფონს პირადი მიზნებისთვის იყენებს. თუმცა, მათგან 28% სმარტფონში აპლიკაციის გამოყენებისას ან პროგრამის ჩამოტვირთვისას საკუთარი პერსონალური მონაცემების გაცემაზე უარს არასდროს ამბობს. ამის შესახებ ევროსტატის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, სმატფონის მომხმარებელთა 7%-მა არ იცის, რომ სმარტფონში აპლიკაციის გამოყენებისას ან პროგრამის ჩამოტვირთვისას მათი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სმარტფონის მომხმარებელთა ნახევარზე ნაკლები - 43% ამბობს, რომ სმარტფონებში უსაფრთხოების სისტემა ჰქონდათ, რომელიც ავტომატურად იყო დამონტაჟებული. 15%-ის თქმით კი, უსაფრთხოების სისტემა საკუთარ სმარტფონში სხვამ დაუყენა.