ლონდონის უმსხვილესი დეპოდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა ინდეფენდენტი ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, Victoria Coach Station-ის ტერიტორიაზე საეჭვო შეკვრა იპოვეს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის სუფთა აღმოჩნდა და საფრთხეს არ წარმოადგენდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გაიკეტა ირგვლივ მდებარე ქუჩები, მათ შორის ბუკინგემის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც.