აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით უკმაყოფილოა. „28 წელია საერთაშორისო შუამავლობაში ვართ. ეუთოს მინსკის ჯგუფის „მოქმედება“ სინამდვილეში არის 1992 წლიდან პასიური ფორმა 28 წლის განმავლობაში და ამ შუამავლობამ არაფერი მოგვიტანა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა CNN-თან ინტერვიუში. კითხვაზე, როგორ აფასებს საფრანგეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა კონფლიქტს აუარესებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი კონფლიქტის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. „ყველა ქვეყანა ცდილობს ჰყავდეს პარტნიორი და მოკავშირე და აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი მოხარულია, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, მოკავშირე და ძმა, როგორიც თურქეთია. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ სომხეთი საფრანგეთს საკუთარ მოკავშირედ თვლის და საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად სომხეთს უჭერს მხარს,“- აღნიშნა ალიევმა.