ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს - Palitra News

ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

2021-03-06 11:20:30+04:00

ეუთო/ოდირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უპასუხოს რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ და წინა ანგარიშებში, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.

ეუთო/ოდირი ხელისუფლებას 8 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს: შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, იმისთვის რომ ის კიდევ უფრო მეტად იყოს შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკებთან მომდევნო საარჩევნო პერიოდამდე და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის ფარგლებში; შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად.

"უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების ჩარჩო პროცესის გასამარტივებლად და სამართლებრივი რეგულირების გასაფართოებლად", - აღნიშნულია დოკუმენტში.